Sunday, May 31, 2015

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის    მთავარი  თემა 

შოთა რუსთაველი  ‘’ვეფხისტყაოსანი’’  ‘’
ამბავი  როსტევან  არაბთა  მეფისა
სწავლების  საფეხურები
საშუალო  საფეხური   მე-10 კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
9  მოსწავლე  (განსაკუთრებულისპეციალური  საჭიროების  მქონე  მოსწავლე  არა  მყავს)
გაკვეთილის  მნიშვნელობა აქტუალობა
1.     გაიცნობენ ტექსტს, მოახდენენ პერსონაჟებზე დაკვირვებას
2.     მხატვრულივ   კითხვის  ჩვევათა  სრულყოფა
3.     ისწავლიან ლექსიკური  მუშაობას
გაკვეთილის  მიზნები  შედეგები

ესგ  11მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება
      განსაზღვრავს კითხვის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს: მოინიშნავს საკითხებს, რომელთა დაზუსტებას, უკეთ გაცნობას ისურვებდა მომავალში, განიხილავს ეპოქის ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას.


წინასწარი  ცოდნა
იციან  ეპოქა  მე  12  საუკუნისა’  შოთა  რუსთაველის ბიოგრაფია
გავლილი  აქვთ  პროლოგი  ‘სადაც  მოცემულია  შეხედულება  შაირობაზე  ,მიჯნურობაზე
შეფასების  საგანი  და  პროცედურები
მოსწავლეები  ფასდებიან  წინასწარ  შემუშავებული  რუბრიკით-”  განმსაზღვრელი  შეფასება”
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
‘’ვეფხისტყაოსანი’’--ტექსტი  სურათი  და  ილუსტრაციები
ფოტო - ალბომის  ნახვა,  სახელმძღვანელო,
ცარცი,  დაფა ---ლექსიკური  ერთეულების    ჩამოწერა,  გაანალიზება
გაკვეთილის  მსვლელობა  საკლასო  მენეჯმენტი
ა,  ფაზა [გამოწვევა]  -  8წთ

აქტივობა  1.კლასის  ორგანიზება2წთ
აქტივობა  2.  წინა  გაკვეთილისგამოკითხვა , დავალების  შემოწმება - 10წთ
აქტივობა  3.გონებრივი  იერიში  [ინტერესის  გამოწვევა ]
1.     რა  იცით რუსთაველის  ცხოვრების შესახებ? რომელი  საუკუნის  ნაწარმოებია  ‘’ვეფხისტყაოსანი’’?  ვის  მიუძღვნა  პოეტმა პოემა    ?

ბ . ფაზა  ---[შინაარსის  კონსტრუირება]---25  ან  30  წთ
1.შესავალ საუბარში შევამზადებ ბავშვებს ტექსტის გასაცნობად და შევახსენებ პროლოგში მოცემულ ძირითად საკითხებს. გავაცნობ საქართველოს ისტორიაში გიორგი III - ის მიერ ერთდერთი ასულის - თამარის გამეფების ერთგვარ გამოძახილს, ოღონდ მოქმედება არაბეთში ხდება. ვიწყებ ტექსტის კითხვას კომენტირებით, ვთხოვ ბავშვებს ყურადღებით დაუკვირდნენ პერსონაჟების შემოსვლას - როსტევანი, თინათინი, ავთანდილი, სოგრატი. მიvუთითებ მოსწავლეებს ყურადღება მიაქციონ მეფის მოქმედებას ვაზირებთან ურთიერთობაში, თინათინის გარეგნობას, სიბრძნეს, ვაზირების დასტურს.შემდეგ მოსწავლეებს ვაკითხებ ტექსტს, ვამუშავებ წყვილებში და  ჩემი მითითებით ამოვაწერინებ ტექსტიდან უცნობ სიტყვებს, დავაკვირვებ ბრძნულ გამონათქვამებზე - აფორიზმებზე და განვუმარტავ შაირის ზომას - 16 მარცვლიან ლექსს. ამის შემდეგ გადავდივარ ახალი მასალის განმტკიცებაზე კითხვების საშუალებით. ვთხოვ გაავლონ პარალელები საქართველოს ისტორიასა და ამ ეპიზოდს შორის. ვეკითხები: ხომ არაფერი დარჩა გაუგებარი
       ც. ფაზა _[რეფლექსია]--რაც  დარჩა  მთელი  დრო  დავუთმო. 
რა  გაიგეს,  როგორ გაიგეს,  საშინაო  დავალების მიცემა  2წთ.
   ტექსტიდან რამდენიმე სტროფი ზეპირად.
   თინათინის გამეფება და ნადიმი.ამ ეპიზოდის შინაარსი დასაწერად.




No comments:

Post a Comment