Wednesday, November 4, 2015

ტრენინგის მე-9 დღე.

   დავამთავრეთ   ტრენინგი  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების  გამოყენების  შესახებ  სასწავლო  პროცესში.  ამ  ხნის  განმავლობაში  ჩვენ  გავეცანით  ინტელის  პროგრამით  პროექტების  შედგენას,პრეზენტაციების  მომზადებას,  ბლოგზე  ატვირთვას  ,გზამკვლევებისა  და  ბუკლეტების   შედგენას,  შეფასების  ცხრილებისა  და  მათი  გამოყენების  შესახებ  ინსტრუქციებს.
         დღეს,  ჩვენს  მიერ  შესრულებული  ნამუშევრები  ----ყველაფერი  ავტვირთეთ    დრაივში..
          ამ  ყველაფრისათვის   დიდი  მადლობა  მინდა  გადავუხადო  განათლების  სამინისტროს    დროული  და  მეტად  სასარგებლო   პროექტისათვის;-
          უღრმესი   მადლობა   ჩვენს  ტრენერს ,  ბატონ  სერმან   მურჯიკნელს   ამ  ხნის  მანძილზე   გაწეული  დაუღალავი  მუშაობისათვის.   ვუსურვებ  წარმატებებს  შემდგომ  მუშაობაში.

ტრენინგის მე-8 დღე

     ჩვენი  ტრენინგები  დასასრულს  მიუახლოვდა.. დაგვრჩა  კიდევ  ერთი  დღე  და  მე-3 დონის  ტრენინგი  დამთავრდება.
     დღეს  ჩვენ   გავეცანით  შეფასების  ჩარჩოს  შევსების  ინსტრუქციას,   დავამთავრეთ  პროექტის  გეგმის    შაბლონის  შევსება.
        გავეცანით  შეფასების   ცხრილების  ნიმუშებს..შემდეგ  ჩვენ თვითონ  გავაკეთეთ  რამდენიმე  ცხრილი  და  შევინახეთ  ჩვენს  საქაღალდეში.

Sunday, November 1, 2015