Wednesday, November 4, 2015

ტრენინგის მე-9 დღე.

   დავამთავრეთ   ტრენინგი  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების  გამოყენების  შესახებ  სასწავლო  პროცესში.  ამ  ხნის  განმავლობაში  ჩვენ  გავეცანით  ინტელის  პროგრამით  პროექტების  შედგენას,პრეზენტაციების  მომზადებას,  ბლოგზე  ატვირთვას  ,გზამკვლევებისა  და  ბუკლეტების   შედგენას,  შეფასების  ცხრილებისა  და  მათი  გამოყენების  შესახებ  ინსტრუქციებს.
         დღეს,  ჩვენს  მიერ  შესრულებული  ნამუშევრები  ----ყველაფერი  ავტვირთეთ    დრაივში..
          ამ  ყველაფრისათვის   დიდი  მადლობა  მინდა  გადავუხადო  განათლების  სამინისტროს    დროული  და  მეტად  სასარგებლო   პროექტისათვის;-
          უღრმესი   მადლობა   ჩვენს  ტრენერს ,  ბატონ  სერმან   მურჯიკნელს   ამ  ხნის  მანძილზე   გაწეული  დაუღალავი  მუშაობისათვის.   ვუსურვებ  წარმატებებს  შემდგომ  მუშაობაში.

ტრენინგის მე-8 დღე

     ჩვენი  ტრენინგები  დასასრულს  მიუახლოვდა.. დაგვრჩა  კიდევ  ერთი  დღე  და  მე-3 დონის  ტრენინგი  დამთავრდება.
     დღეს  ჩვენ   გავეცანით  შეფასების  ჩარჩოს  შევსების  ინსტრუქციას,   დავამთავრეთ  პროექტის  გეგმის    შაბლონის  შევსება.
        გავეცანით  შეფასების   ცხრილების  ნიმუშებს..შემდეგ  ჩვენ თვითონ  გავაკეთეთ  რამდენიმე  ცხრილი  და  შევინახეთ  ჩვენს  საქაღალდეში.

Sunday, November 1, 2015

Wednesday, October 28, 2015

ტრენინგის მე-7 დღე

დღევანდელი  დღემე   ძალიან  საინტერესო იყო დავასრულეთ  ბუკლეტის  შევსება  და გაფორმება  და  ხელმეორედ ავტვირთეთ  დრაივში.
პროექტის  შაბლონის  გაგრძელებაში  გავეცანით  შეფასების  რუბრიკებს.
გასაკეთებელი  კიდევ  ბევრია.

რეფლექსია

                                            ტ რენინგის  მე-6 დღე
ნელ-ნელა  ვეუფლებით   კომპიუტერულ  ტექნოლოგიებს,  მუშაობა  უფრო  საინტერესო  ხდება. დღეს  შემდეგი აქტივობები   შევასრულეთ:  მოვამზადეთ  მოსწავლის  პრეზენტაცია,  ავტვირთეთ  ბლოგზე;
2. გავეცანით  ბუკლეტის  შაბლონს,  შემდეგ  ჩვენ  თვითონ შევადგინეთ  ბუკლეტი შერჩეულ  თემაზე  და  ავტვირთეთ  ბლოგზე.
   ძალიან  კარგად  დავეუფლე   საპრეზენტაციო  სლაიდების  მომზადებას,  გაფორმებას.
შეგვიძლია  ელექტრონული   სახელმძღვანელოს  გამოყენება,  მონიშვნა  და  ა.სშ ამ  ყველაფრისათვის   დიდი  მადლობა  ჩვენს  ტრენერს  ბატონ  სერმანს.

Wednesday, October 21, 2015

ტრენინგის მე-5 დღე;


საინტერესო დღე იყო  ვიმუშავეთპროექტის  გეგმის  სრულყოფაზე, ჩავწერეთ საკვანძო  კითხვები-როგორც  ზოგადი,  ისე თემატური და შინაარსობლივი.
ავტვირთეთ  ჩვენი  საქაღალდე დრაივში და მოვახდინეთ მისი  გაზიარება მსოფლიოს გვერდზე.ბლოგში ჩავამატეთ  ახალი  ბმული--პორტფოლიო.

პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად  გადადით ბმულზე