Wednesday, November 4, 2015

ტრენინგის მე-9 დღე.

   დავამთავრეთ   ტრენინგი  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების  გამოყენების  შესახებ  სასწავლო  პროცესში.  ამ  ხნის  განმავლობაში  ჩვენ  გავეცანით  ინტელის  პროგრამით  პროექტების  შედგენას,პრეზენტაციების  მომზადებას,  ბლოგზე  ატვირთვას  ,გზამკვლევებისა  და  ბუკლეტების   შედგენას,  შეფასების  ცხრილებისა  და  მათი  გამოყენების  შესახებ  ინსტრუქციებს.
         დღეს,  ჩვენს  მიერ  შესრულებული  ნამუშევრები  ----ყველაფერი  ავტვირთეთ    დრაივში..
          ამ  ყველაფრისათვის   დიდი  მადლობა  მინდა  გადავუხადო  განათლების  სამინისტროს    დროული  და  მეტად  სასარგებლო   პროექტისათვის;-
          უღრმესი   მადლობა   ჩვენს  ტრენერს ,  ბატონ  სერმან   მურჯიკნელს   ამ  ხნის  მანძილზე   გაწეული  დაუღალავი  მუშაობისათვის.   ვუსურვებ  წარმატებებს  შემდგომ  მუშაობაში.

ტრენინგის მე-8 დღე

     ჩვენი  ტრენინგები  დასასრულს  მიუახლოვდა.. დაგვრჩა  კიდევ  ერთი  დღე  და  მე-3 დონის  ტრენინგი  დამთავრდება.
     დღეს  ჩვენ   გავეცანით  შეფასების  ჩარჩოს  შევსების  ინსტრუქციას,   დავამთავრეთ  პროექტის  გეგმის    შაბლონის  შევსება.
        გავეცანით  შეფასების   ცხრილების  ნიმუშებს..შემდეგ  ჩვენ თვითონ  გავაკეთეთ  რამდენიმე  ცხრილი  და  შევინახეთ  ჩვენს  საქაღალდეში.

Sunday, November 1, 2015

Wednesday, October 28, 2015

ტრენინგის მე-7 დღე

დღევანდელი  დღემე   ძალიან  საინტერესო იყო დავასრულეთ  ბუკლეტის  შევსება  და გაფორმება  და  ხელმეორედ ავტვირთეთ  დრაივში.
პროექტის  შაბლონის  გაგრძელებაში  გავეცანით  შეფასების  რუბრიკებს.
გასაკეთებელი  კიდევ  ბევრია.

რეფლექსია

                                            ტ რენინგის  მე-6 დღე
ნელ-ნელა  ვეუფლებით   კომპიუტერულ  ტექნოლოგიებს,  მუშაობა  უფრო  საინტერესო  ხდება. დღეს  შემდეგი აქტივობები   შევასრულეთ:  მოვამზადეთ  მოსწავლის  პრეზენტაცია,  ავტვირთეთ  ბლოგზე;
2. გავეცანით  ბუკლეტის  შაბლონს,  შემდეგ  ჩვენ  თვითონ შევადგინეთ  ბუკლეტი შერჩეულ  თემაზე  და  ავტვირთეთ  ბლოგზე.
   ძალიან  კარგად  დავეუფლე   საპრეზენტაციო  სლაიდების  მომზადებას,  გაფორმებას.
შეგვიძლია  ელექტრონული   სახელმძღვანელოს  გამოყენება,  მონიშვნა  და  ა.სშ ამ  ყველაფრისათვის   დიდი  მადლობა  ჩვენს  ტრენერს  ბატონ  სერმანს.

Wednesday, October 21, 2015

ტრენინგის მე-5 დღე;


საინტერესო დღე იყო  ვიმუშავეთპროექტის  გეგმის  სრულყოფაზე, ჩავწერეთ საკვანძო  კითხვები-როგორც  ზოგადი,  ისე თემატური და შინაარსობლივი.
ავტვირთეთ  ჩვენი  საქაღალდე დრაივში და მოვახდინეთ მისი  გაზიარება მსოფლიოს გვერდზე.ბლოგში ჩავამატეთ  ახალი  ბმული--პორტფოლიო.

პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად  გადადით ბმულზე

Tuesday, October 13, 2015

დღე მე-4.

დღევანდელი  დღე იყო  ძალიან  ნაოფიერი.
1. შევისწავლეთ როგორ ვიმუშაოთ  პროექტის  გეგმის  შაბლონზე.
2.გადმოვწერეთ ესგ  მიმართულებები და ინდიკატორები ჩავსვით.
3გავეცანით  საკვანძო  კითხვების  ნიმუშებს.
,

Sunday, May 31, 2015

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის    მთავარი  თემა 

შოთა რუსთაველი  ‘’ვეფხისტყაოსანი’’  ‘’
ამბავი  როსტევან  არაბთა  მეფისა
სწავლების  საფეხურები
საშუალო  საფეხური   მე-10 კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
9  მოსწავლე  (განსაკუთრებულისპეციალური  საჭიროების  მქონე  მოსწავლე  არა  მყავს)
გაკვეთილის  მნიშვნელობა აქტუალობა
1.     გაიცნობენ ტექსტს, მოახდენენ პერსონაჟებზე დაკვირვებას
2.     მხატვრულივ   კითხვის  ჩვევათა  სრულყოფა
3.     ისწავლიან ლექსიკური  მუშაობას
გაკვეთილის  მიზნები  შედეგები

ესგ  11მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება
      განსაზღვრავს კითხვის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს: მოინიშნავს საკითხებს, რომელთა დაზუსტებას, უკეთ გაცნობას ისურვებდა მომავალში, განიხილავს ეპოქის ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას.


წინასწარი  ცოდნა
იციან  ეპოქა  მე  12  საუკუნისა’  შოთა  რუსთაველის ბიოგრაფია
გავლილი  აქვთ  პროლოგი  ‘სადაც  მოცემულია  შეხედულება  შაირობაზე  ,მიჯნურობაზე
შეფასების  საგანი  და  პროცედურები
მოსწავლეები  ფასდებიან  წინასწარ  შემუშავებული  რუბრიკით-”  განმსაზღვრელი  შეფასება”
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
‘’ვეფხისტყაოსანი’’--ტექსტი  სურათი  და  ილუსტრაციები
ფოტო - ალბომის  ნახვა,  სახელმძღვანელო,
ცარცი,  დაფა ---ლექსიკური  ერთეულების    ჩამოწერა,  გაანალიზება
გაკვეთილის  მსვლელობა  საკლასო  მენეჯმენტი
ა,  ფაზა [გამოწვევა]  -  8წთ

აქტივობა  1.კლასის  ორგანიზება2წთ
აქტივობა  2.  წინა  გაკვეთილისგამოკითხვა , დავალების  შემოწმება - 10წთ
აქტივობა  3.გონებრივი  იერიში  [ინტერესის  გამოწვევა ]
1.     რა  იცით რუსთაველის  ცხოვრების შესახებ? რომელი  საუკუნის  ნაწარმოებია  ‘’ვეფხისტყაოსანი’’?  ვის  მიუძღვნა  პოეტმა პოემა    ?

ბ . ფაზა  ---[შინაარსის  კონსტრუირება]---25  ან  30  წთ
1.შესავალ საუბარში შევამზადებ ბავშვებს ტექსტის გასაცნობად და შევახსენებ პროლოგში მოცემულ ძირითად საკითხებს. გავაცნობ საქართველოს ისტორიაში გიორგი III - ის მიერ ერთდერთი ასულის - თამარის გამეფების ერთგვარ გამოძახილს, ოღონდ მოქმედება არაბეთში ხდება. ვიწყებ ტექსტის კითხვას კომენტირებით, ვთხოვ ბავშვებს ყურადღებით დაუკვირდნენ პერსონაჟების შემოსვლას - როსტევანი, თინათინი, ავთანდილი, სოგრატი. მიvუთითებ მოსწავლეებს ყურადღება მიაქციონ მეფის მოქმედებას ვაზირებთან ურთიერთობაში, თინათინის გარეგნობას, სიბრძნეს, ვაზირების დასტურს.შემდეგ მოსწავლეებს ვაკითხებ ტექსტს, ვამუშავებ წყვილებში და  ჩემი მითითებით ამოვაწერინებ ტექსტიდან უცნობ სიტყვებს, დავაკვირვებ ბრძნულ გამონათქვამებზე - აფორიზმებზე და განვუმარტავ შაირის ზომას - 16 მარცვლიან ლექსს. ამის შემდეგ გადავდივარ ახალი მასალის განმტკიცებაზე კითხვების საშუალებით. ვთხოვ გაავლონ პარალელები საქართველოს ისტორიასა და ამ ეპიზოდს შორის. ვეკითხები: ხომ არაფერი დარჩა გაუგებარი
       ც. ფაზა _[რეფლექსია]--რაც  დარჩა  მთელი  დრო  დავუთმო. 
რა  გაიგეს,  როგორ გაიგეს,  საშინაო  დავალების მიცემა  2წთ.
   ტექსტიდან რამდენიმე სტროფი ზეპირად.
   თინათინის გამეფება და ნადიმი.ამ ეპიზოდის შინაარსი დასაწერად.




Thursday, May 28, 2015

პრეზენტაცია

შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
1 -4
5-6
7-8
9-10
მოსწავლემ  განსაზღვრა  კითხვის  მიზნები  და  გამოიყენა შესაბამისი სტრატეგიები
ვერ  განსაზღვრა  კითხვის  მიზნებიდა  ვერ  გამოიყენაშესაბამისი  სტრატეგიები
განსაზღვრა  კითხვის  მიზნები  მაგრამ  ვერ  გამოიყენა  სტრატეგიები
განსაზღვრავს კითხვის მიზნებს, თუმცა უჭირს სტრატეგიების არჩევა
მოსწავლემ  სრულყოფილად განსაზღვრა  კითხვის  მიზნები  და  გამოიყენა შესაბამისი სტრატეგიები
მოსწავლეს შეუძლია ეპოქის   მიმოხილვა

მოსწავლეს არ  შეუძლია ეპოქის  მიმოხილვა
მოსწავლეს სრულად ვერ  იხილავს  ეპოქას
მოსავლე ახდენს ეპოქის მიმოხილვას მცირე ხარვეზებით
მოსწავლეს კარგად შეუძლია ეპოქის   მიმოხილვა
შეძლო  ლექსიკონის
შედგენა  და  განმარტა   უცნობი  სიტყვები
ვერ  შეძლო  ლექსიკური  მუშაობა
ნაწილობრივ  შეძლოლო ლექსიკონზე მუშაობა
მოსწავლე კარგად ადგენს ლექსიკონს,მაგრამ მცირე ხარვეზებით განმარტავს სიტყვებს
მოსწავლემ კარგად შეძლო  ლექსიკონის
შედგენა  და  სრულყოფილად განმარტა   უცნობი  სიტყვები